ეწერში, უკლებების უბანში საავტომობილო გზაზე ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო
დღეს,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, უკლებების უბანში საავტომობილო გზაზე ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან, ადგილობრივი თვითმაართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 210527 ლარია. გზის
კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელი კი შპს ,,ჯეო როუდ ინვესტია“ .
პროექტი გარდამავალია ,გზის რეაბილიტაციის დასრულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2026 წელს არის დაგეგმილი.