სოფელ ეწერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტი დღეს,მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ
რობაქიძემ პირადად დაათვალიერა,საკრებულოს
თავმჯდომარესთან-გიორგი ბარათაშვილთან ერთად.
პროექტის ფარგლებში
,რეაბილიტაცია უტარდება შენობის მარცხენა
ფლიგელს, რომელიც ამ დრომდე გაუქმებული იყო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ,შენობის ამ ნაწილში
2-3 წლიანთა ჯგუფი განთავსდება და სკოლამდელი დაწესებულება
შესაბამისად ,ორჯგუფიანი გახდება, რაც
სოფელ ეწერში მაცხოვრებლებს დამატებით საშუალებას მისცემს, ბაგის ასაკობრივი ჯგუფის მომსახურეობის სერვისით ისარგებლონ.
საბავშვო ბაღის
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იდეალმშენი,, აწარმოებს, როგორც საქმეთა მწარმოებლები აცხადებენ
, სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს
დასრულდება.
ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად ,ასევე დაათვალიერეს ეწრის სკოლამდელი დაწესებულების ძირითადი შენობა, მიესალმნენ ბავშვებს , გაეცნენ ბაღში არსებულ პირობებს და სამომავლოდაც დაჰპირდნენ მხარდაჭერას.