• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა

🔷დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე უძღვებოდა.

🔶თათბირს მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ასევე ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔷ხელმძღვანელმა პირებმა სფეროების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

🔶მერის წარმომადგენლებს დაევალათ პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მიმდინარე პროექტი და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს ინფორმაციის მოწოდება, ასევე მაქსიმალურად განხორციელდეს მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მათი პრობლემების მოგვარება.

🔷თათბირზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა თანამშრომლებს სისხლის უანგარო დონაციის აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია . აქციაში მონაწილეობის მსურველებს უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი სახის ანალიზი; სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორის დადგენა, ასევე c ჰეპატიტი B ჰეპატიტ აივ ინფექცია .

👉სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით აქცია 15 ნოემბერ , 11:00 საათზე, ქალაქ თერჯოლაში , სპორტის სასახლეში გაიმართება.

🔷როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის 2 ლოკაციაზე სექციური სიჩქარის მზომი ვიდეოკამერები ჩაირთო, რაც უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვით გადაადგილებას.

🔶სექციური სიჩქარის მზომი ვიდეოკამერა ავტობანზე თერჯოლის გადასახვევიდან, სოფელ ქვედა სიმონეთამდე 2 ლოკაციაზე ამუშავდა.

👤👥დღესვე, ხელმძღვანელი პირები მერიის თანამშრომლებთან ერთად ფარმაცევტული კომპანიის ,,GM PHARMA”-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებს მიიღებს;

🔻გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების;
🔻ფილტვის ქრონიკული დაავდებების;
🔻დიაბეტი (ტიპი 2)
🔻ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების
🔻ეპილეფსიის;
🔻პარკინსონთა დაავადების მქონე ადამიანები.

✅აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს, ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505)

#