თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს:
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლაში მდებარე ქონება ს.კ. 33.09.36.202, მიწის ნაკვეთიდან 262 კვ.მ. სარგებლობის უფლებით, პირდაპირი იჯარის ფორმით, 15(თხუთმეტი) წლის ვადით გადაცემის შესახებ); (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430944 წერილი, 04.11.2024 წ)
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს გადასცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: ქ. თერჯოლა, კოსტავას (ყოფილი გიორგაძის) ქ. N2 -ში განთავსებულ შენობაში არსებული ფართი 137,438 მ2 (7 ოთახი), წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად.)(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430943 წერილი, 04.11.2024 წ)
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/