2024 წლის 13 ივნისს, 14:15 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატების მიერ, განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი:
1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2024 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 თებერვლის N გ-29. 2923045001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 -ში მდებარე მერიის შენობის (ს.კ. 33.09.45.949) პირველ სართულზე არსებული 28.16 ფართი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს.)
ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე - ბადრი ბუცხრიკიძე