თერჯოლაში,სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
ძევრში მშენებარე საბავშვო
ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე.
მონიტორინგის ფარგლებში მანუჩარ რობაქიძე , საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილესთან ,დავით გოგბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ხელმძღვანელმა პირებმა ,ადგილობრივი
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.
სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მგფ-ის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი
საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი .
ამ დროისათვის უკვე აშენებულია სკოლამდელი დაწესებულების ძირითადი ნაწილი, ამოყვანილია ოთახები, მოეწყო სარტყელი .
პროექტის მიხედვით, ძევრში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო
ბაღი შენდება,რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა ,დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე,
ხარისხიანი ინვენტარით, კეთილმოეწყობა შიდა და
გარე სივრცე .
სამშენებლო
სამუშაოებზე პასუხისმგებელია ტენდერში გამარჯვებული შპს ,, იმერეთმშენი-2000 “ , რომლის საქმეთა მწარმოებლის
თქმით , დასრულებული პროექტი აგვისტოს ბოლოს უნდა ჩაბარდეს.
,,ახალი საბავშვო
ბაღის მშენებლობა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოფლისთვის,არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის.განახლებული ინფრასტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა
განათლება მიიღონ საკუთარ სოფელში,საერათაშორისო
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოში.“_ აღნიშნა თერჯოლის მერმა,მანუჩარ რობაქიძემ