დღეს, სოფელ ძევრში,მდინარე ძევრულას კასტრულ ხეობაში,რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე დასკვნითი სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ.
პროექტის
ფარგლებში, შშმ პირთათვის ადაპტირებული
სივრცე მოეწყო.
რეკრეაციულ ზონაში უკვე განხორციელდა საპიკნიკე ფანჩატურების,გარე განათების, გამოქვაბულამდე
მისასვლელი ბილიკის, მდინარე ძევრულაზე გადასახედი გამჭვირვალე კონსტრუქციის და საინფორმაციო
შენობის რეაბილიტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილეები- დავით გოგბერაშვილი , ჯემალ ისაკაძე, სოფელ ძევრის მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე და მერის
წარმომადგენელი ძევრში ფრიდონ კუტალაძე.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი,რომელიც
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში კეთილმოეწყო, აპრილის თვეში ოფიციალურად გაიხსნება
და მზად იქნება ვიზიტორების მისაღებად.