✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან, ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად, სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კასტრულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოეწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მიმდინარე პროცესს.
⛳პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია და მოეწყობა;
🔷საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგი
🔶საინფორმაციო შენობა
🔷საპიკნიკე ფანჩატურები
🔶გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი
🔷მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით;
🔶შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო
🔷გარე განათების ქსელი
👉აღნიშნული პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდის მიერ ფინანსდება.
✅პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.