დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას
თერჯოლაში დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე,
მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე ქალაქისა და სოფლების ცენტრალური საავტომობილო გზების გაწმენდა თითქმის დასრულებულია.
ამ ეტაპზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს აღუდგა. სოფელ სეფარეთსა და ალისუბანში ელექტრომომარაგების აღსადგენად, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და რამდენიმე საათში დასრულდება.
“სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება. პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე ჩვენი ბრიგადები, ადგილობრივ მოსახლეობასთან 24 -საათიან კოორდინაციაში
არიან, მაქსიმალურად ვცდილობთ, დიდთოვლობის შედეგად ყველა შექმნილი გამოწვევა გადაიჭრას და მოქალაქეებს ყველა საჭიროება დროულად მიეწოდოს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა შექმნილი ვითარების გადასაჭრელად,"- განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.