🌳🌳დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.
🌳🌳გამწვანების აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთნენ.
🌳🌳აქციის მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
🌳🌳აქციის მონაწილეებმა ქალაქის ტერიტორიაზე, ნაძვისა და კვიპაროსის ნერგები დარგეს.თერჯოლის მერია, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.