✔️დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი უძღვებოდა.
👤👥შეხვედრას მერის მოადგილეები,მანუჩარ რობაქიძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები,ასევე ა(ა)იპ - ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔷მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შეფასებით დაიწყო.
🗣️🗣️,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2022 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 81 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოებისთვის საჭირო პროცედურები ეტაპობრივად დაიწყება და აქტიურად გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ , მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა ყველა იმ პროექტს მოხმარდება, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტად დასახელდა.თერჯოლის მერია მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად წარმართვისა და შესაბამის ვადაში დასრულების საქმეში’’-თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი.
🔷სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვედა ალისუბანსა და ახალთერჯოლაში, სადაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მინი სტადიონი მოეწყობა.
🔷#აქტიურ_ფაზაშია, სოფელ ჩხარში საბავშვო ბაღის გარე ფასადის რეაბილიტაცია;
🔷#უახლოეს_დღეებში დაიწყება, სოფელ კვახჭირსა და გოდოგანში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.
🗣️🗣️როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა აღნიშნა;
🔶#საპილოტე_რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, #აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქ თერჯოლაში მესამე ბაღის სამშენებლო სამუშაოები;
🔶#ასევე მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ამფითეატრის რეაბილიტაცია და სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
🏠🏠მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში;
#დასკვნით_ეტაპზეა სოციალურად შეჭირვებული #ცხრა ოჯახისათვის სახლების მშენებლობა;
✅მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თერჯოლაში წარმატებით ხორციელდება, მუნიციპალიტეტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.