• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად, სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
🗣️🗣️თათბირზე ლაშა გოგიაშვილმა, მერიაში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე დანიშნული ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე ლაშა ლანჩავა წარადგინა.
👤ლაშა ლანჩავა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ნახშირღელის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ. იგი არის მაღალი დონის კვალიფიკაციური კადრი, რომელიც გამოირჩევა გუნდური მუშაობითა და ეფექტური კომუნიკაციის უნარით და საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებს.
👤მუნიციპალიტეტის მერმა, ახალი თანამშორმელი წარადგინა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზეც.აღნიშნულ სამსახურს, სოსო არაბიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე საგზაო ტრანსპორტირების მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში მუშაობის სამართლიანი და თანასწორი პრინციპების გააზრება, რომელიც ზრდის ეფექტურად და წარმატებით მუშაობის შესაძლებლობას. ცხოვრების დიდი ნაწილი სამართლისა და სამართლიანობის დაცვის მიმართულებაზე ვიმუშავე, დაწყებული ყველაზე დაბალი პოზიციიდან, დამთავრებული სამსახურის /განყოფილების უფროსობამდე, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ კარგად მესმის საჯარო სამსახურის მუშაობის ძირითადი მიმართულებები.“-აღნიშნა სოსო არაბიძემ.
✔️მუნიციპალიტეტის მერმა, თანამშრომლებს დაკავებული პოზიციები მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
✔️სამუშაო შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა, თითოეული სამსახურის უფროსისგან შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
🗣️🗣️ლაშა გოგიაშვილმა, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა.
🗣️🗣️თათბირზე, მერის მოადგილემ, მირზა ქოჩიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებულ პროგრამაზე, რომელიც სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას უზრუნველყოფს.
👉დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.
#