🎄🎄დღეს (ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობას ცენტრში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ .
👤👥ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🗣️🗣️ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, ასევე დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
🎄🎄თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ბავშვთა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის მიზნობრივ გამოყენებას ემსახურება. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის წრეები, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა კონკრეტულ საგანში ან დაეუფლონ მათთვის საინტერესო საქმიანობას.