• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის, სოციალური დაცვის მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალურ ცენტრის ორგანიზებით თემატური ღონისძიება გაიმართა

✅დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის, სოციალური დაცვის მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალურ ცენტრის ორგანიზებით თემატური ღონისძიება გაიმართა.
👤👥ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან, მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.
📖📖დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენის სიძველეზე, სხვადასხვა ეტაპზე მშობლიური ენის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს .
,,ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას და დავიცვათ ენის სიწმინდე. სასიამოვნოა, როდესაც მომავალი თაობა ქართული ენის სიყვარულზე საუბრობს და გამოხატავს პატივისცემას სახელმწიფო ენისადმი. მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს და სამომავლოდ დიდი წარმატებები ვუსურვო“-აღნიშნა, ლაშა გოგიაშვილმა.
🖼️🖼️დღესვე, სამხატვრო სკოლის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.
✅ღონისძიებას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
#