• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში ექსპონატების გაციფრულების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ სიმონეთში ,დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში  უძველესი ექსპონატების გაციფრულების პროცესი მიმდინარეობს.
  მწერლის ბიბლიოთეკაში არსებულ ყველა წიგნს, დოკუმენტს, ფოტოს , თუ პირად წერილს  მალე  ელექტრონული ვერსიები ექნება.  
  პროექტი საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება და მისი მიზანია მწერლის ძველი, უნიკალური ხელნაწერების  და ფოტოსურათების ელექტრონული არქივის შექმნა.
   როგორც მუზეუმში აცხადებენ, გაციფრულება  გაზრდის ხელმისაწვდომობას და ბევრად უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი ხელნაწერის და დოკუმენტის მოპოვება. სერვისის გაციფრულება   ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას.
#