• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დავით და სერგო კლდიაშილის სახლ-მუზეუმში ,,თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმისა“ და ,,გლობალ თეატრის“ მონაწილეობით სპექტაკლი ,, დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა

🎭🎭დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, დავით და სერგო კლდიაშილის სახლ-მუზეუმში ,,თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმისა“ და ,,გლობალ თეატრის“ მონაწილეობით სპექტაკლი ,, დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა.

🎭🎭წარმოდგენას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

🎭🎭ხელმძღვანელმა პირებმა თეატრალური დასის წარმომადგენლებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

🎭🎭დავით კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. ნაწარმოები, მოგვითხრობს, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს მეგობრებსა და ნათესავებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი სასიძო და უზრუნველყოს მისი მომავალი.

#სპექტაკლის რეჟისორი-დენ ჯოხაძე

🎭🎭თეატრალურს წარმოდგენას, მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, ასევე მუზეუმის დირექტორი ლალი ღვინეფაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

🎭🎭ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პატრონაჟით გაიმართა.

#