21 მარტი დაუნის
სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო
დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით , მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ
რობაქიძე თერჯოლაში არსებულ დღის ცენტრებს
ესტუმრა და აღსაზრდელები მოინახულა.
მანუჩარ რობაქიძე დღის ცენტრებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან -ჯემალ ისაკაძესთან
ერთად იმყოფებოდა. ხელმძღავნელმა პირებმა ცენტრის
აღსაზრდელებს ესტუმრნენ და მათ მიერ შესრულებული სიმღერები მოისმინეს.
21 მარტი ,დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ ,გაეროს ეგიდით
2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა . საქართველოში
ეს დღე 2012 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან
მოქალაქეებად დამკვიდრება.
დაუნის დღის 2024 წლის სლოგანია ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“
!