• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დამწყები მხატვრის პერსონალური გამოფენა

თერჯოლაში  დამწყები  მხატვრის,  მარიამ ბარდაველიძის  პერსონალური გამოფენა  გაიხსნა.

 გამოფენას სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა . ექსპოზიციაზე თვითნასწავლი  ნორჩი მხატვრის ასამდე ნამუშევარი  იყო წარმოდგენილი. მარიამ ბარდაველიძის  თქმით, ადრეული ასაკიდან ხატვს , მის ნამუშევრებში  ძირითადად   გამოხატულია  ბუნების  სურათები, ნატურმორტები,პორტრეტები  და შესრულებულია  გუაშით და აკრილით.

 აღსანიშნავია ,რომ  მარიამ ბარდაველიძე რამდენიმე თვის წინ, მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ  სოფელ სიმონეთში  მრავალშვილიან ოჯახში აღმოაჩინა და დაინტერესდა მისი ნახატებით. ამის შემდეგ  თერჯოლის მერიის ხელშეწყობით , მარიამი ხელოვნების გაკვეთილებს ესწრება და იღრმავებს  სამხატვრო განათლებას.

  ნახატები,  დაინტრესებული  პირებისთვის სამხატვრო სკოლაში, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი.

 გამოფენას დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-ნინო ჩხიკვაძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თერჯოლელი საზოგადოება.

#