ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, გოდერძი თურქაძესთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, NEW ROAD“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 488 888 ლარია.