სოფელ ჩხარში სკოლასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები,დღეს ადგილზე დაათვალიერა
მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში
მერთან ერთად თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ბარათაშვილიც იმყოფებოდა.
ხელმძღვანელმა პირებმა,ადგილობრივი ხელისუფლების სხვა
წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული საგზაო მონაკვეთზე
დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ჩხარში პირველ სკოლასთან დამაკავშირებელი გზაზე არმირებული ბეტონის
საფარი ეწყობა, კეთილმოწყობილი გზით დაახლოებით
ასამდე მოსწავლე ისარგებლებს.
ჩხარის აღნიშნული
საგზაო მონაკვეთი ,ერთერთია იმ 21 ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის,რომელიც 2024 წელს
ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდიდან,ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
ჩხარის საგზაო
პროექტის საერთო ღირებულება 315 000 ლარია.
სამუშაოებს კი , კომპანია ,,ჯი ემ ჯი,, ახორციელებს