თერჯოლაში ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა.სპორტის სასახლეში ასპარეზობაზე სხვადასხვა რეგიონებიდან 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. სპორტულ შეჯიბრებებში 2009_2013წლებში დაბადებული, მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 11წონით კატეგორიაში . ყველა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილემ -მირზა ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ -ჯემალ ისაკაძემ დააჯილდოვა.
სპორტული ღონისძიება თამაზ სოფრომაძის და ვიტალი გაბიანის ხსოვნის პატივსაგებად გაიმართა.