🔷აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობითი პლათფორმის შემუშავება, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შესაქმნელად“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
🔶სამუშაო შეხვედრა ა(ა)იპ ბავშთა კეთილდღეობის ლიგის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ლანჩავა და ბავშის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
🔷პროექტის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებს, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის თავმჯდომარე, ეკატერინე სანებლიძე მუნიციპალიტეტში ბავშვისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური დაცვის სისტემის განვითარებაზე, სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნასა და ამ მიმართულებით ოჯახების საჭიროებებზე ორიენტირებული გრძელვადიანი მომსახურების შექმნის ხელშეწყობაზე ესაუბრა.
🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენასა და პრევენციაზე, ასევე მუნიციპალიტეტში ოჯახების გაძლიერების მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
💬💬,,ოჯახების გაძლიერების კუთხით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური პროგრამა ფუნქციონირებს, თუმცა ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული ინიციატივები და სურვილი შევუმუშაოთ სამოქმედო გეგმა. შეხვედრის დროს გამოიკვეთა რიგი საკითხები და საჭიროებები, რაც მომავალში ბავშვთა დაცვის კუთხით ეფექტურ მუშაობას გულისხმობს.“-აღნიშნა , ლაშა გოგიაშვილმა.
🔷კონფერენციას იმერეთის რეგიონის მუნიციპლიტეტის მერები, ბავშის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების/სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.