🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და „სოციალური კეთილდღეობის ლიგის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო სემინარი თემაზე ,,ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა“ გაიმართა.
🔶შეხვედრებს მოწვეულები ტრენერები და სოციალური მუშაკები ახორციელებენ, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმაართველობის როლის გამოკვეთა ბავშვთა დაცვის საკითხებში, სოციალური მხარდაჭერა ბავშვთა დაცვის სისტემაში და რეფერირება.
🔷სემინარს, რომელიც 2 დღის განმავლობაში ჩატარდება, ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ადმინისტრაცია, საბავშვო ბაღის დირექტორები , ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები დაესწრებიან.
🔶„სოციალური კეთილდღეობის ლიგის“ პროექტი აშშ-ის მთავრობის მიერ ამერიკის დემოკრატიის კომისიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
🔷თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენასა და პრევენციაზე , ასევე ოჯახების გაძლიერების მიმართულებებზე მუშაობას.