ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თერჯოლაში
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
თერჯოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, მრავალფეროვანი ატრაქციონებით- გასაბერი და სპორტული ბატუტი,ცხენების კარუსელი, მუსიკალური ჩაიდანის,ჰოკეის ,აიწონას,ყვავილის და კალათბურთის აპარატები.
ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრმა წარმოადგინა მხატვრული
ღონისძიება.ღონისძიებაში მონაწილეობას მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებული ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, სახალისო ვიქტორინა.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 1 ივნისთან დაკავშირებით, მერიისგან ბავშვებს სიურპრიზად ნაყინები დაურიგდათ.