ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით,თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი სოციალური აქცია განხორციელდა.
აქციის ფარგლებში ბავშვიან ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცათ. სოფელ სიქთარვაში,ღვანკითსა და ალისუბანში მცხოვრებ ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მუნიციპალიტეტის მერმა ,დღეს პირადად მიუტანა, მანუჩარ რობაქიძე ოჯახებს შემდგომ მხარდაჭერასაც დაპირდა.
სოციალურ აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე , სოფლების დეპუტატები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.