• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ბაშვიან ოჯახებს თერჯოლაში საოჯახო ტექნიკა გადასცეს

ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამის  ფარგლებში , დღეს 28 მარტს,მუნიციპალიტეში მცხოვრებ ოჯახებს  საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ.

   თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი -მანუჩარ რობაქიძე, რამდენიმე ბენეფიციარს პირადად ესტუმრა და საოჯახო ტექნიკა გადასცა.

  შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილი ესწრებოდა,ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.ხელმძღვანელი პირები მრავალშვილიან ოჯახებს  სამომავლოდაც დაჰპირდნენ  მხარდაჭერას .

 ,, ბავშვიანი ოჯახების  ოჯახების  მხაედაჭერისა და გაძლიერების პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, უკვე მეორე წელია წარმატებით   ხორციელდება. მიმდინარე წელს,  სოციალური მიმართულებით  ოჯახების გაძლიერებას და მათზე ზრუნვას, მუნიციპალიტეტში   კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცა. ბავშვთა კეთილდღეობა და მათი საარსებო პირობების გაუმჯობესება, სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი.“ -აღნიშნა მანუჩარ რობაქიძემ.

   აღნიშნული  პროგრამის  მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ყველაზე   მოწყვლად ჯგუფებს  დაეხმაროს პირველადი  მოხმარების ნივთების შეძენაში.

 

 

#