✅თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო.
👤👥დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი , ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ, სასურსათო კალათები პირადად გადასცეს და ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს.
🛒🛒სასურსათო პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარზე გადანაწილდა. სოციალური აქტივობის ფარგლებში, სასურსათო პაკეტით ჯამში 100-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. პროდუქტების გაცემას მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური უზრუნველყოფს.
✅შეხვედრებს სიქთარვისა და ახალთერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.