• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამასთან დაკავშირებით,სამუშაო შეხვედრა გაიმართა

   25 აპრილს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე ,  წელს თერჯოლაში ამოქმედებული, ახალი სოციალური პროგრამის მონიტორინგზე იმყოფებოდა.

   მანუჩარ რობაქიძე,საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ,, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამაში“  ჩართულ პედაგოგებს და ბენეფიციართა მშობლებს შეხვდა და პირადად დაათვალიერა ის სამუშაო გარემო, სადაც  აღსაზრდელებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სეანსები უტარდებათ.

    ამ ეტაპისთვის,    ახლადამოქმედებული სოციალური პროგრამით , მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული 8 ბავშვი სარგებლობს.

,, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამა“  2025 წელს  მუნუციპალიტეტის  მერიის ფინანსური მხარდაჭერით ,მერიის ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების  ჩართულობით  და  ა (ა) იპ ჰაბიტატი თანასწორობის,მიღწევების და განვითარებისთვის  უშუალო მონაწილეობით  ხორციელდება.

    თერჯოლის მერიის აღნიშნული პროგრამის სერვისებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ,სოციალურად დაუცველ,  2 დან 16 წლამდე ასაკის  ბენეფიციარებს შეეუძლიათ . პროგრამა საპილოტეა, მისი ბიუჯეტი  25 000 ლარია და ამ დროისათვის 10 ბენეფიციარის მომსახურეობას ითვალისწინებს.

#