• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში   სტიქიის შედეგად დაზიანებული  ორი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 მდინარე ჩხარაზე  არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს,  შპს  ,, საგო“ ახორციელებს. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი  თანხებით არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში  მიმდინარეობს  ხიდის  ბურჯების კაპიტალური გამაგრება და  სავალი ნაწილის მოწყობა ლითონის კონსტრუქციებით.

 სოფ ალისუბანში  მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა. მონიტორინგზე იმყოფებოდნენ,ასევე  მერის პერველი მოადგილე-ზვიად ბაზაძე,საკრებულოს თავმჯდომარის  პიორველი მოადგილე-დავით გოგბერაშვილი და ალისუბნის დეპუტატი -ბადრი ბუცხრიკიძე.  

#