ალისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო
სოფელ ალისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო.
რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ქვედა ალისუბანი-მაჩიტაურის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 283548 ლარს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 4200 მ2-ზე. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჯეო როუდ ინვესტი".
მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტი ,დღეს მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ
დაათვალიერა,საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან ერთად. მონიტორინგზე მერის მოადგილე-მირზა ქოჩიაშვილი,ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი -ბადრი ბუცხრიკიძე და მერის წარმომადგენელი- იაგო აჟანდაძე იმყოფებოდნენ.