• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

ახალთერჯოლის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა

ახალთერჯოლის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელ.ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში მოხდება, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურის, მოსახლეობაში მიმწოდებელი მაგისტრალების, ინდივიდუალური მრიცხველებისა და საქლორატოროს მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით,ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-ი-ეს“ განახორციელებს, რომლის ღირებულება 2 138 228 ლარს შეადგენს.
#