#გაიგერაკეთდება
#განავითარეშენისოფელი
#თერჯოლა2022
#ახალთერჯოლა
🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალთერჯოლაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
🔶მიმდინარე წელს უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
🔶პროექტის ფარგლებში,წყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.
🔶სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 138 227 ლარს შეადგენს.
🔶თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
🔶„სოფლის მხარდაჭერი’’პროგრამის ფარგლებში, სოფელ ახალთერჯოლაში მინი სტადიონი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.
🔶აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას .