ახალთერჯოლასა და თავასაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალთერჯოლასა და თავასაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ახალთერჯოლაში ქ. თერჯოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა კეთილმოეწყობა , პროექტის ფარგლებში აღნიშნულ გზაზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს ასრულებს შპს ,, ჯეო როუდ ინვესტი“ და მისი ღირებულება 263158 ლარია.
საავტომობილო გზა ეწყობა ასევე თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თავასაში, სადაც არმირებული ბეტონის საფარი დაიგება, პროექტის ფარგლებში
მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც . სამუშაოებზე, რომელსაც შპს ,, მეკა“ ახორციელებს 260 000 ლარი დაიხარჯება.
ორივე სოფლის გზა რეგიონალური განვითარების ფონდიდან,ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კეთილმოეწყობა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.