🛒🛒თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულს ბავშვებს საახალწლო ნობათები გადაეცათ.
👤👥რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი,მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თითოეულ მათგანს სასურსათო ნობათი გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
🛒🛒საახალწლო ნობათი ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს, ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები პირადად გადასცემენ.
🎁🎁დღესვე ხელმძღვანელი პირები შშმ ბავშვთა სასწავლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრის აღსაზრდელებს ესტუმრნენ და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
🗣️🗣️,,მინდა გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, თითოეულ თქვენგანს მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებასა და ნათელ მომავალს გისურვებთ. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ თქვენთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე , სადაც სრულფასოვანი განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.“-მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე.