ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, სოფელ თავასის საჯარო სკოლის ეზოში ,,ახალგაზრდული ბანაკი თერჯოლა 2023" მოეწყო.
🔶ბანაკის გახსნას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით გოგბერაშვილი და ნინო ჩხიკვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🔶ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდებს დროის სასიამოვნოდ გატარება და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
📚⚽როგორც ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, სოფიო ბუსკივაძემ აღნიშნა საზაფხულო ბანაკის მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარება და ამასთან ერთად, მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, არსებული ცოდნის გაღრმავება, ასევე საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობა.
🔶სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, ლაშქრობებით, სპორტული და კულტურულ ღონისძიებებით დატვირთულ 4-დღიან ბანაკში ახალგაზრდები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მონაწილეობენ.
✅,,ახალგაზრდული ბანაკი 2023“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.