საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
სკოლების კურსდამთავრებულებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილმა მიულოცეს ,წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წელს პირველად , სკოლის დამთვრებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლის მეთორმეტე კლასი, საჩუქრად განსაზღვრულ თანხას მიიღებს საესკურსიოდ.
"დღეს განსაკუთრებული დღეა მეთორმეტეკლასელთა ცხოვრებაში, ემოციური და ამაღელვებელი. თითოეული მოსწავლე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მე მჯერა, რომ ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ ცხოვრების ახალ საფეხურზე და ჩამოყალიბდებიან ნამდვილ პროფესიონალებად, მათ მიერ შერჩეულ სფეროში"- მანუჩარ რობაქიძე
სკოლის დამთავრება მუნიციპალიტეტის სკოლების მეთორმეტეკლასელებს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
2024 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 250-მდე მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.