ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
12 ივნისს საქართველოში მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ბარათაშვილმა პირადად მიულოცეს მათ დღევანდელი დღე.
მეხანძრე-მაშველებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! იყო მეხანძრე-მაშველი, ეს უდიდეს სიმამაცეს, თავგანწირვას და მოყვასისადმი უანგარო სიყვარულს მოითხოვს.
მეამაყებით თითოეული თქვენგანი. უმნიშვნელოვანესია, თქვენი თავდადება და ის სიკეთე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ, რაც ცხოვრების წესად გაქვთ ქცეული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, მხნეობას, ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ.
მანუჩარ რობაქიძე