• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

✅ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით მინი-ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.

✅ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით მინი-ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.

⚽⚽საფეხბურთო მატჩში, რომლიც შალვა ბოჭორიშვილის სახელობისაა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სამოყვარულო გუნდები მონაწილეობდნენ.

👤👥ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულო თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

👤👤მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვეს.

🗣️🗣️როგორც, საფეხბურთო მატჩის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიმა არეშიძემ განაცხადა; ,,დღეს საფუძველი ჩაეყარა ტურნირს, რომელიც თერჯოლის საპატიო ფეხბურთელის , შალვა ბოჭორიშვილის ხსოვნისადმია მიძღვნილი, ასევე აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია გამოხატავს ახალგაზრდული მიმართულებებით."

⚽⚽მიმდინარე გათამაშებაში, მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული ღვანკითის ,,ნორჩი იუნკერები” გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში ქუთაისის ,,მართვე “დაამარცხა.

⚽⚽ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებსა და პრიზიორებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

✅ღონისძიება მიზნად ისახავს სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და წარმატებული სპორტსმენის გამოვლენას.

#