🤼♀️🤼♂️ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით ღია ტურნირი ჭიდაობა ,,ძიუდოში“ გაიმართა.
🤼♂️🤼♀️ტურნირი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ლაშა გოგიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 200-მდე მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას.
👤👥ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულო თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🏆🥇🥈მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა შეჯიბრის მონაწილეებს შესაბამისი მედლები და სიგელები გადასცეს, ასევე გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
🤼♀️🤼♂️ტურნირში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისა და ძიუდოს ჯგუფების ახალბედა სპორტსმენებმაც იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ.
🏆🥇ტურნირის საუკეთესო მონაწილე და ლაშა გოგიაშვილის სახელობის თასის მფლობელი ზურაბ ბოჭორიშვილი გახდა.
🤼♀️🤼♂️ღონისძიება მიზნად ისახავს სპორტულ საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობას,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და წარმატებული სპორტსმენის გამოვლენას.