• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

8 აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

8 აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თავგანწირვით იბრძოლეს სამშობლოს დასაცავად. მათ შორის იყვნენ თერჯოლელი - ვალერი გოგნაძე, გიგა სახელაშვილი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე, ალია ბარდაველიძე და ბადრი ბასილაძე. ისინი გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

 

2024 წლის 8 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმა, მერთან - მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 8 აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები და საფლავები გვირგვინით შეამკეს.

 

სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. მემორიალზე, მებრძოლთა ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ, სადაც მათი გმირობის ისტორიებიც გაიხსენეს.

 

,,ადგილობრივი ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს მუდამ ემახსოვრება სამშობლოსთვის თავგანწირვით მებრძოლ გმირთა სახელები. გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა ჩვენი ვალია“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა.

 

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

 

ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირთა მემორიალებზე და საფლავებზეთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - დავით გოგბერაშვილი, ჯემალ ისაკაძე და ნინო ჩხიკვაძე, დეპუტატებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად  იმყოფებოდნენ.

#