#26მაისი
#თერჯოლა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებების ფარგლებში ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იქნება თემატური ნამუშევრები, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი.
10:00 საათი - სახელმწიფო დროშის აღმართვა სკანდის ციხეზე.
11:00 საათი - გმირთა დიდების მემორიალის გვირგვინით შემკობა.
11:30 საათი - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის საფლავისთვის პატივის მიგება.
13:30 საათიდან - დღის ბოლომდე - ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი
• ხალხური რეწვისა და ტურიზმის კუთხე;
• სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა, სახის მოხატვა;
• სპორტული შეჯიბრებები: შაში, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ხრიდოლი;
• ზურაბ გავაშელაშვილის სახელობის ტურნირი ჭიდაობაში.
15:00 საათი - კონცერტი ამფითეატრის სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების შესრულებით