• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

✅23 ივნისს ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება



🤼‍♂️🤼‍♀️ოლიმპიზმის დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად მარათონული გარბენითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღნიშნავს.

🟢ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომელიც მარათონულ გარბენსა და ჭადრაკში ჩატარდა, მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან, მანუჩარ რობაქიძესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეუერთდა.

🥇🥈მარათონის გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

🧑👩ამ დროისთვის , ჭადრაკში დამსახურებული სპორტის პედაგოგის, კოტე ჩარექიშვილის სახელობის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც მიზანად ისახავს ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საუკეთესო მონაწილის გამოვლენას. ტურნირის გამარჯვებულებს ფულადი თანხა და სპეციალურის სიგელები გადაეცემათ.

🟢საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1948 წლიდან აღინიშნება.

✅ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

#