23 დეკემბერს თერჯოლაში სამთავრობო საახალწლო კონცერტი ჩატარდება
23 დეკემბერს,
19:00 საათზე, თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება.
საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, კახა კუხიანიძე, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ჯორჯიან სიქს და გუფილენდი. წამყვანი თამუნა გომართელი.
საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა , მუსიკალურ ნომრებს. ზეიმის პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს, ღონისძიებას კი გაალამაზებს გრანდიოზული ფოიერვერკი.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!