• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

              21   მარტი   დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღეა.

,, გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, ეს არის 2025 წლის მთავარი სლოგანი, რომლითაც მსოფლიო კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების,უფლებებისა და კეთილდღეობისთვის  ზრუნვასა და ხელშეწყობას.

დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში  თერჯოლის მუნიციპალიტეტიც  ჩაერთო,ღონისძიებებს  დღის ცენტრმა ,,საპოვნელამ“ უმასპინძლა.

·        ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მუნიციპალიტეტში არსებული  დღის ცენტრების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ,ჭრელი წინდების აქცია.

·        დაუნის სინდრომის დღის მიმოხილვისა და ინფორმაციის გაზიარების შემდეგ კი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭიუხი“ წარსდგა სასიმღერო ნომრებით.

·        აქტივობაზე ნაჩვენები იქნა სოფელ ეწრის მეექვსე კლასელთა ანიმაცია ,რომელიც მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს.

·         ,,მზის სხივის“ და ,,საპოვნელას“ ბენეფიციარებთან ინტეგრირებულად შესრულდა სხვადასხვა სახალისო ნომრები, მოეწყო ფერების აქტივობა.

 

·        დღის ცენტრებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა,რომლებიც  აღსაზრდელებთან ერთდ, ღონისძიების რამდენიმე აქტივობაშიც ჩაერთნენ.

 

·        ღონისძიების დასასრულს ცენტრის ბავშვები განსაკუთრებით   მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაკეთებულმა სიურპრიზმა გაახალისა.სხვადასხვა ზღაპრის გმირების გასართობი- მუსიკალური   ნომრების მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს .

 

·         21 მარტს ტყის დაცვის დღეც აღინიშნება, ღონისძიების მონაწილეებმა  სიმბოლურად ცენტრის ეზოში ხეებიც დარგეს.

#