• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

2025 წლის 1 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის  მიერ წარმოდგენილ საკითხებს.



თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025   წლის  01  აგვისტოს  რიგგარეშე  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

 

 

1.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025  წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N 28-282521168, 30.07.2025 წ)

 

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

2.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025  წლის პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N 28-282521136, 30.07.2025 წ)

 

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/ 

3.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის  N 29.29250159  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282521122  წერილი, 30.07.2025 წ)

 

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

4.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2025 წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის  N 29.292501510 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282521122  წერილი, 30.07.2025 წ)

 

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/


🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

🔷️ საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


 

 

#