თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ 2024 წლის ბოლო სამუშაო თათბირი გაიმართა.
თათბირზე, რომელსაც მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, ესწრებოდნენ,
მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებმა, , ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა განვლილი წელი შეაჯამეს, არსებულ პრობლემებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის
მერმა ნაყოფიერი გუნდური მუშაობისა და გაწეული შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და წარმატებული 2025 წელი უსურვა.