• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

2024 წლის 16 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

2024 წლის 16 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

*      დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს:

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

,, წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში”  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 

  ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240104  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240106  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა  ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 07 აგვისტოს  N 29.29242202  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.292401016  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიასვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#