2022 წლის 21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით მეწარმეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
2022 წლის 21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლები მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღებაზე, ასევე გრანტის მოპოვების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის რეფერენტი, გიორგი რობაქიძე და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეწარმეები დაესწრო.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა, გარდა 2020 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებისა.
მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
საკონტაქტო ცხელი ხაზი- 1525.