• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

2021-2022 სასწავლო წლის ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა

🎓🎓თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით , ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა.

🏫🏫რაიონული კონფერენცია, ქალაქ თერჯოლის #2 საჯარო სკოლის განახლებულ გარემოში მოეწყო.ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ესწრებოდნენ.

🎓🎓რაიონული კონფერენცია, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელმა, ქეთევან შეყრილაძემ გახსნა .

👩🏻‍💻🧑🏻‍💻საგნობრივ დიფერენცირებულ ორ სექციაში პედაგოგებმა საგაკვეთილო პროცესში ,,კომპლექსური დავალებების“ ფარგლებში , განხორციელებული აქტივობებისა და საკუთარი პრაქტიკის პრეზენტირება მოახდინეს, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებიდან 16 მომხსენებელი მონაწილეობდა.

🟢გაერთიანებულ შეხვედრაზე, ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

🟢კონფერენციის მიზანი 2021-2022 სასწავლო წლის ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში,პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებლებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობაა.

✅კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს, რესურსცენტრის სახელით სერტიფიკატები გადაეცემათ.

#