✔️დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა , 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები გვირგვინით შეამკეს.
✔️სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. მემორიალზე, ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ, სადაც მათი გმირობის ისტორიებიც გაიხსენეს.
🇬🇪🇬🇪ვალერი გოგნაძე- სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლე დათმო, ისევე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპულმა უკვდავყოფილმა გმირებმა. „იქ ვარ, სადაც საჭიროაო“ – ეს იყო პასუხი კითხვაზე „სად ხარ“? – ოჯახი დარდობდა, დედა შვილისთვის ლოცულობდა, მაშინ ვერ გაიგო სად იყო, ახლა კი იცის. ვალერი ძმათა სასაფლაოზე, მუხათგვერდში განისვენებს.
🇬🇪🇬🇪გიგა სახელაშვილი- „რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე“, – უთხრა და ომში წავიდა... წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს. ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ დარეკა, ღამის 2 საათზე. ჯერ თავის მეუღლეს ესაუბრა, მერე - მამას. რომ ნერვიულობდნენ, უთხრა: მამა, ნუ გეშინია, ჩვენს წინ ჯარი დგას, მერე სპეცრაზმი მიდის და მერე შევდივართ ჩვენო. გიგა სახელაშვილი ონის რაიონის სოფელ წედისში დაიღუპა 8 აგვისტოს, გამთენიისას. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა."
🇬🇪🇬🇪უშანგი (შმაგი) სოფრომაძე -ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. 2008 წლის 9 აგვისტოდან ვეღარ პოულობდნენ, ტყვეობაში ყოფნის დროს მოსთხოვეს საქართველოს დროშა ფეხებით გაეთელა, შმაგი არ შედგა ქართულ დროშას ფეხებით და ის რამდენიმე დღეში დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. შმაგის მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა. ის 24 წლის იყო."
🇬🇪🇬🇪ალია ბარდაველიძე - "ცხინვალთან, შანხაისთან ყოფილან. შალვა დოლიძეც იქ ყოფილა. ცხონებულს დაუძახია ბარდაველიძე დამახმარეთო, ალია, რომ წასულა, თან სამი ჯარისკაციც წაუყოლებია. მაშინვე მასთან მისულა. დახმარებია მეგობრებს, მაგრამ სხვის გადასარჩენად მისული, თვითონ დაიღუპა... უკან უნდა გამოსულიყვნენ, რომ რუსებს „ყუმბარა“ უსროლიათ და ალია მაშინ დაღუპულა. ალის ცოლ-შვილი არ ჰყავდა."
🇬🇪🇬🇪ბადრი ბასილაძე - 9 აგვისტოს რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. სიკვდილამდე 5 წუთით ადრე, მამას ესაუბრა ტელეფონით, დაამშვიდა, არ ინერვიულო ჩემზეო.მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ზუსტად იციან სადაც არის მათი შვილი, იციან, რომ იმ გმირთა შორისაა, ყველგან და ყოველთვის რომ დაფასდება მათი ამაგი სამშობლოს წინაშე. ბადრის მეუღლე დარჩა, შვილი არ ჰყავდა.
✔️ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა იგრძნონ ყურადღება, ზრუნვა და თანადგომა.მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცათ.
✔️დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
✔️ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირთა მემორიალზე და საფლავზე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, ღვანკითისა და რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა ჭანკვეტაძე, გოგნის, ძევრისა და ჩხარის მაჟორიტარი დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, ანდრო ვაშაკიძე, მერიის თანამშრომლები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
#დიდება_გმირებს